რეზონანსი
(24.06.2023)

მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს. სიმფეროპოლის გზატკეცილზე (М2 „ყირიმი") ქალაქ სერპუხოვის რაიონში გადაკეტილია ხიდი. ასევე შეზღუდულია მოძრაობა პარალელურ ტრასაზე М4 "დონი", რომელზეც ვაგნერის კოლონა გადაადგილდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტრატეგიული ხიდი ქვიშით სავსე თვითმცლელებითა და წყლით სავსე სარწყავი მანქანებით არის გადაკეტილი,

„სერპუხოვში ათასობით სამხედროა მობილიზებული, ისინი თავდაცვითი საშუალებებით: ტყვიამფრქვევებით, ნაღმმტყორცნებით, არიან შეიარაღებულები. ხიდს იცავენ", - წერენ ადგილობრივები.

ასევე ნაწილობრივ გადაკეტილია ტრასა „ურალი", რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით რიაზანზე გადის.

„მდგომარეობა მოსკოვში: სამხედრო ტექნიკა, პოლიცია და კომუნალური ავტომობილები ქალაქის შესასვლელთან. ასევე გამოჩნდა სამხედრო ვერტმფრენები", - წერს გამოცემა „ოსტოროჟნო მოსკვა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე