რეზონანსი
(24.06.2023)
ბელარუსის მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოჯახი თურქეთში გახიზნა. მათვე ცნობით, თვითმფრინავი ადგილზე დილის 5 საათზე დაეშვა.
თვითმფრინავი, რომლითაც ლუკაშენკოს ოჯახი და სანათესაოც ხშირად სარგებლობს, დილის ფრენას უცნაური ტრაექტორიით ასრულებდა და როგორც ჩანს, სპეციალურად უვლიდა გვერდს რუსეთის იმ ტერიტორიებს, სადაც ვაგნერის აჯანყებულებმა გარკვეული შენობები დაიკავეს. შეგახსენებთ, დონის როსტოვში ადმინისტრაციული შენობები ვაგნერელებს ალყაში აქვთ მოქცეული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე