რეზონანსი
(24.06.2023)
რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის" ოფიციალური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, 180-მა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ იარაღი დაყარა და უარი თქვა დაჯგუფებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე.
„ვითარება ვორონეჟის ოლქში, ბუგაევკას სასაზღვრო პუნქტზე. 180-მა სამხედრო მოსამსახურემ და მაღალჩინოსანმა იარაღი დაყარა და უარი თქვა „ვაგნერისთვის" წინააღმდეგობის გაწევაზე," - იუწყება „ვაგნერის" ოფიციალური ტელეგრამ არხი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე