რეზონანსი
(24.06.2023)

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ მებრძოლებმა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-ს რუსულ სპეცსამსახურებში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

"ვორონეჟში სამხედრო ობიექტები გადაყვანილია ვაგნერის PMC-ის კონტროლის ქვეშ. ჯარი გადადის ხალხის მხარეს", - ნათქვამია "ვაგნერის" ტელეგრამის არხის მოკლე განცხადებაშიც.

მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე