რეზონანსი
(23.06.2023)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას განაჩენი შესაძლოა დღეს გამოაცხადოს. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს და განაჩენის გამოცხადება დამოკიდებულია, რა დრო დასჭირდებათ მხარეებს. სხდომას ესწრება თავად ესებუაც.
ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკში" შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე