რეზონანსი
(18.06.2023)
რუსეთ-უკრაინის ომზე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის თანახმად, ბოლო დღეებში ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ზაპოროჟიეს ოლქში, დასავლეთ დონეცკის ოლქში და ბახმუტის გარშემო.
უწყება აღნიშნავს, რომ ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციებს და აქვს მცირედი წინსვლაც.
ბრიტანეთის დაზვერვა ასევე წერს, რომ რუსული ძალები ხშირად ეფექტიან თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ. ბრიტანეთის ცნობითვე, ორივე მხარე განიცდის დიდ მსხვერპლს, თუმცა დაზვერვა აღნიშნავს, რომ მარტში ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ, რუსეთს, სავარაუდოდ ყველაზე დიდი დანაკარგები აქვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე