რეზონანსი
(18.06.2023)

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი 11 მა­ისს მოხ­და, კონ­ფლიქ­ტის დროს 21 წლის ბიჭ­მა და­ნით 50 წლის მამა მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი კახა კო­ბა­ხი­ძე ძა­ლოვ­ნებ­მა იგი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს და მას მა­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, მისი მე­უღ­ლე ოჯახ­ზე მუდ­მი­ვად ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. ნა­თია ჩაბ­რუ­დაშ­ვი­ლის თქმით, ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვის დროს მოხ­და და­ნა­შა­უ­ლიც, როცა მის გა­და­სარ­ჩე­ნად შვილ­მა მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

„ჩემი შვი­ლი იყო უდა­ნა­შა­უ­ლო. ეს იყო თავ­დაც­ვის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო იქ­ნე­ბო­და არა ერთი გვა­მი, არა­მედ - სამი.

და­ნით დამ­დევ­და, ამ დროს ჩემი შვი­ლი შე­მო­ვარ­და, ცდი­ლობ­და ამ უბე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას, მაგ­რამ ვერ შე­ა­კა­ვა. დანა წა­არ­თვა და ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩემი და ჩემი შვი­ლის თავს, რო­მელ­საც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

იმ დღეს, როცა ეს მოხ­და, ჩემი მე­უღ­ლე გას­ვე­ნე­ბი­დან ნას­ვა­მი დაბ­რუნ­და, ნა­ჯა­ხით და­ლე­წა სამ­ზა­რე­უ­ლო, შემ­დეგ მე გა­მო­მე­კი­და. მე­ზო­ბელ­თან შე­ვარ­დი, მაგ­რამ ძა­ლით წა­მო­მიყ­ვა­ნა. რომ მო­ვე­დით სახ­ლში, ანა­ლო­გი­უ­რი გა­ნაგ­რძო. რაც სახ­ლში მოხ­ვდა, დაგ­ვი­ში­ნა. გვა­გი­ნებ­და, თმებ­ში გვწვდა. კახა ეხ­ვე­წე­ბო­და გა­უშ­ვიო. არ მიშ­ვებ­და. შემ­დეგ მოხ­და ის, რაც მოხ­და" - ჰყვე­ბა მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე