რეზონანსი
(16.06.2023)
ბათუმში, აკვაპარკის სიახლოვეს ზღვაში, მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
წინასწარი ინფორმაციით მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.
მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა.
წყარო: რადიო თავისუფლება
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე