რეზონანსი
(16.06.2023)
სენაკში 55 წლამდე კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის საქართველოში მოსკოვიდან 3 დღის წინ ჩამოვიდა და გულის ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა.
ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც კაცი სახლის კარს არ აღებდა, ახლობლებმა ფანჯარა ჩააამტვრიეს და სახლში შესულებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. თუმცა, ცხედრის პირველადი დათვალიერებით, კაცი, სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა.
მთავარი არხი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე