დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს რომლის მიღების შემთხვევაშიც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება გაიზრდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მაკონტროლებელ ორგანოს სასამართლოს ნებართვის გარეშე შეეძლება ოქმის შედგენა და განხილვა. თემაზე კომენტარი ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„ერთი მხრივ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტი, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის მზღვეველს. თქვენ იცით რამდენი საქმეა გაკეთებული წლების განმავლობაში. ჩვენ გვყავს გმირი ექიმები მეორე მხარეს, რომელთა უფლებებიც არ უნდა დაირღვეს და ერთი პატარა შეცდომაც რომ იყოს მაკონტროლებლის მხრიდან, ამის გადაზღვევის საშუალებაც უნდა გვქონდეს. სწორედ ამ ერთადერთი ნიშნითა და მიზნით მივიღეთ დაჩქარებული [წესით განხილვის] გაუქმების გადაწყვეტილება და ნელა იმიტომ განვიხილავთ, რომ კიდევ მეტი კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს ექიმებთან", - განმარტა მდინარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე