ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც აღნიშვნის ღირსია. ჩვენ ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხის პოზიციის გამო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არ წარმოადგენს გამოსავალს.
„არ შევდივართ პოლემიკაში სალომე ზურაბიშვილთან, არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ამას აუცილებად აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც აღნიშვნის ღირსია. ჩვენ ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველთვის დავუფასებთ მას ნებისმიერ განცხადებას, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან", - აცხადებს კობახიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე