რეზონანსი
(15.06.2023)

ბა­თუმ­ში, 16 წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სხდო­მა და­ხუ­რა. მო­სა­მარ­თლის თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვი­ლის თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტრე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღო.

23 წლის ბრალ­დე­ბულ­მა ლაშა ნინიძემ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო.

თა­ვად დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტი მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის თქმით კი, ბრალდებული ლაშა ნ. დაღუპული გოგოს ნათესავი არ არის, თუმცა ისინი წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს.

„ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,” - უთხრა პროკურორმა ჟურნალისტებს დახურული სხდომის შემდეგ.

ბრალდებული 23 წლისაა, მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს, ასევე ბრალი სხვა პირებსაც წარუდგინონ.

ბრალ­დე­ბულს გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ ორი მუხ­ლით ედა­ვე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულ­თან სქე­სობ­რივ კავ­შირს სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­ყა­რებ­და. ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­ცი­რებ­და მას, აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის გა­მოც, არას­რულ­წლო­ვან­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-15 სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტო­მით სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე