რეზონანსი
(14.06.2023)

საქართველო არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ნახსენებია სატრანზიტო თემა, როგორც საგანგებო მნიშვნელობის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზი ევროპაში ახლაც მიედინება

„არსებობს რუსეთი, ევროპა და ენერგორესურსების უშველებელი მასა, რომელიც ამ წუთშიც მიედინება რუსეთიდან ევროპის ბაზრებზე. უკრაინის გავლით რუსული გაზი მიედინება ევროპაში, რომელიც იმ რაოდენობით მიედინება [მხოლოდ ექსპორტზეა ლაპარაკი] რომელიც სამჯერ თუ ოთხჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან გააჩნია", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე