რეზონანსი
(14.06.2023)

გამოხატვის პრობლემა არ არსებობს, შეიძლება ვიღაცას ასეთი მოსაზრება აქვს ან თამაშობს პოლიტიკურად, მაგრამ როდესაც ბავშვები შენ გარშემო ყურებზე ხელს იკიდებენ და ტრიბუნიდან ამხელა ხმაურით აკეთებ განცხადებებს, ეს ამორალურობის გარკვეულ ნიშანს ატარებს, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„პარლამენტში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: დღეს შშმ პირთა სოლიდარობის დღეა და ამასთან დაკავშირებით გამოფენა იყო ორგანიზებული, დავითვალეთ, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით, რა რესურსებს დებს სახელმწიფო და რას აპირებს იმისათვის, რათა განსაკუთრებით ბავშვებს ხელი შეუწყოს. რა კეთდებოდა, არც შეგვიდარებია, ავუარეთ ამ ყველაფერს გვერდი. ბავშვები და მათი მშობლები მოვიწვიეთ პარლამენტში და მათ შორის ერთმა მშობელმა გადაწყვიტა, გაეპროტესტებინა რუსული პოლიტიკის გავლენა სახელისუფლებო გუნდზე. გამოხატვის პრობლემა არ არსებობს, შეიძლება ვიღაცას ასეთი მოსაზრება აქვს ან თამაშობს პოლიტიკურად, მაგრამ როდესაც ბავშვები შენ გარშემო ყურებზე ხელს იკიდებენ და ტრიბუნიდან ამხელა ხმაურით აკეთებ განცხადებებს, ეს ამორალურობის გარკვეულ ნიშანს ატარებს. ეს ქალბატონიც შშმ ბავშვის დედაა და ამიტომ მეტს აღარ ვისაუბრებ ამ თემაზე", - აცხადებს ვოლსკი

პარლამენტის სასესიო დარბაზში დღეს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე