რეზონანსი
(13.06.2023)

რუსთავის ავტომაგისტრალთან მანქანა დაიწვა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, "ლენდ როვერის" მარკის ავტომობილის მძღოლს ავტომობილი ტექინსპექტირების გასავლელად ჰყავდა მიყვანილი, მაგრამ სანამ მანქანას ტექდათვალიერებაზე გაატარებდნენ, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე