რეზონანსი
(13.06.2023)
ლილოს დასახლებაში, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ჰყვებიან, 35 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი სახლის აივნიდან გამვლელ მეზობელს ესროლა. 1947 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მოტივზე არაფერი იციან.
როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაულის მოტივიც ეს არის.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე