რეზონანსი
(12.06.2023)
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთ კვირაში შვიდი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
„გასული კვირის განმავლობაში, დონეცკისა და ტავრიის ოპერატიულ ზონებში შეტევითი ოპერაციის დროს, შეტევითი დაჯგუფების წინსვლამ 6.5 კილომეტრი შეადგინა, კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი კი 90 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე