რეზონანსი
(12.06.2023)
ონის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მურმან ლებანიძის შვილი - ზაზა ლებანიძე გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ დიდი პოეტის და ღირსეული რაჭველის, მურმან ლებანიძის შვილის - ზაზა ლებანიძის გარდაცვალების გამო.
გასულ წელს მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, პატივი მერგო პირადად გამეცნო ბატონი ზაზა, ადამიანი რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული თავის მშობლიურ კუთხეზე.
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუსამძიმრებ ყველა ახლობელს. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ყოველი ჩვენგანისთვის", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე