რეზონანსი
(12.06.2023)

15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან გადმოვარდა გარდაიცვალა. ინფორმაცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში დაადასტურეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა. გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე