რეზონანსი
(11.06.2023)

„ნაპოლის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და ტურნირი ჩატარებულ 9 მატჩში 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა.

„ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მილანთან" დაპირისპირებაში გამოეთიშა, თუმცა უეფამ აღნიშნული ტიტული სწორედ ქართველ ფეხბურთელს მიანიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე