რეზონანსი
(11.06.2023)

რუსული არმია ხარკოვის რეგიონს ბომბავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის პოლიციის Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცლებს.

"მტერმა კვლავ დაიწყო ხარკოვის რეგიონის დაბომბვა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს. დარჩით თავშესაფრებში", - ნათქვამია პოსტში.

როგორც ცნობილია, 9 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა სხვადასხვა ტიპის იარაღით დაბომბეს ხარკოვის, კუპიანსკის, ჩუჰუივის, ბოჰოდუხივის და იზუმის დასახლებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე