რეზონანსი
(11.06.2023)

უკვე მესამე დღეა, საგარეჯოში ახლობლები და ოჯახის წევრები 82 წლის ქალს ეძებენ.

სოფელ გომბორში მცხოვრები ევა თურმანაული სახლიდან 8 ივნისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ახლობლების ინფორმაციით, ხანდაზმულ ქალს ალცჰაიმერის სიმპტომები აღენიშნება.

ოჯახის წევრებმა უკვე შეატყობინეს პოლიციას და სამაშველო სამსახურს, რომლებიც ძებნის პროცესში ჩაერთნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე