რეზონანსი
(10.06.2023)

აღმოსავლეთ ყაზახეთში, აბაის რეგიონში გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ყაზახეთში ხანძარი 8 ივნისს გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა მისი ჩაქრობა სწრაფად ვერ შეძლეს იმის გამო, რომ ტერიტორია მანქანებისთვის გაუვალი აღმოჩნდა.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის ფართობმა 60 000 ჰექტარს გადააჭარბა.

ყახაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 1 000-ზე მეხანძრე, 200-ზე მეტი ტექნიკა და 11 ვერტმფრენი.

ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა, დიდი წვის ფართობი და ქარი ართულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე