ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათგან ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ავარია გუშინ მოხდა.
„ხუთიდან ოთხის მდომარეობა სტაბილურია, აქვთ ზედაპირული ტრავმები და მიმდინარეობს დაკვირვება. ჩაუტარდათ გამოკვლევები, სტაბილური მდგომაროება აქვთ. მეხუთე პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომაროებით შემოვიდა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის", - აცხადებენ კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე