რეზონანსი
(10.06.2023)
არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც მაშველები ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 15 წლის მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გუშინ, 9 ივნისს დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე