რეზონანსი
(08.06.2023)

როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება" 12-პუნქტიან დღის წესრიგზე მუშაობს, ოპოზიცია კი ამ პროცესში არ ფიგურირებს

„სასამართლო სისტემას რაც შეეხება, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აქ ვიღებთ ღია საბოტაჟს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრიდან 3 არის არჩეული, ხოლო ორზე ჯერ კიდევ მისაღებია გადაწყვეტილება პარლამენტში. ჩვენმა პარტიამ რამდენჯერმე შესთავაზა ოპოზიციას მოლაპარაკებების გამართვა, რათა განგვეხილა კანდიდატები, თუმცა უარი თქვეს და პროცესში არ მონაწილეობდნენ, რაც ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟია", - აცხადებს ჩაკვეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე