რეზონანსი
(08.06.2023)

თუ დღეს, ამ ოთახში განვიხილავთ, რომ ოკუპირებული საქართველო რუსეთთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა მიზანს მიაღწია, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„წლების განმავლობაში ვევედრებოდით ევროკავშირის ინსტიტუტებს უარი ეთქვათ იმ ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ. თუმცა, საქართველოს ინტერესი იგნორირებულია. ამ საკითხის გადაჭრის შემთხვევაში, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს შესაბამისობა 75%-ს ასცდება", - განაცხადა ქარუმიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



