რეზონანსი
(08.06.2023)
მეჯვრისხევში ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა, დაშავდა 2 პირი - ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც გაჩერებულ მოტოციკლს დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე