რეზონანსი
(08.06.2023)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად რუსებმა განიცადეს ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დანაკარგი.
"ოკუპანტები არ იყვნენ მზად კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, მათ განიცადეს ზარალი ცოცხალი ძალით, იარაღით და სამხედრო ტექნიკით.
მე-7 საჰაერო სადესანტო თავდასხმის დივიზიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 22-ე არმიის კორპუსის ნაწილებში არიან დაშავებულები, გარდაცვლილები და დაკარგულები. ასევე, ამ ქვედანაყოფებმა დაკარგეს რამდენიმე საველე საცავი საბრძოლო მასალითა და ნივთებით, მანქანები და ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო ქონება", - ამბობს გენერალური შტაბი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე