რეზონანსი
(07.06.2023)
წალენჯიხაში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 3 პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები წალენჯიხის ცენტრში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და სკანდირებდნენ: „ქურდებს სიცოცხლე".
სამართალდამცავებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს, თუმცა მოქალაქეები არ დაემორჩილენ და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ისინი პოლიციამ დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე