რეზონანსი
(07.06.2023)

ბათუმში, "გლოვოს" კურიერს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში მოათავსეს".

კლინიკაში TV25.GE-ის უთხრეს, რომ 19 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის ქვეშაა.

"19 წლის ბიჭი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, კომაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. აქვს ტვინის დაზიანება", - ამბობენ ბაუში.

tv25.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე