რეზონანსი
(07.06.2023)
საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული რვა ინფიცირებულიდან ერთი, 60 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გარდაცვლილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ, წყალთბილაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, ახალციხის კლინიკამ პაციენტის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი მიღებისთანავე გადაამისამართა თბილისის კლინიკაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, მას კვლევა ჩაუტარდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფიცირებულს მაღალი ტემპერატურა და მუცლის ტკივილი ჰქონდა, მათ კი ეგონათ, რომ ეს ინტოქსიკაციის შედეგი იყო.
კაცი 3 ივნისს გარდაიცვალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე