ოჯახი ალექსანდრე ლომიძეს ეძებს. დაკარგული ახალგაზრდის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
,,30 მაისიდან კონტაქტზე აღარ გამოსულა 1981 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ალექსანდრე ლომიძე.
ეძებენ ოჯახის წევრები, ნათესავები, თუმცა უშედეგოდ... თუ ვინმეს გეცნოთ, გთხოვთ შეგვეხმიანეთ.
ლომიძე, მოსკოვის გამზირზე ცხოვრობს და მისი კვალი სწორედ იქიდან იკარგება. ოჯახის ინფორმაციით, იმავე დღეს მიმართეს პოლიციას.
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ახლობლებს. ტელეფონის ნომერი - 599 886 166", - აღნიშნულია შოთო სიხარულიძის პოსტში.
„მიშველეთ, ემიგრანტი ვარ ესპანეთიდან. ჩემი ძმა ცოცხალი მაპოვნინეთ. სიცოცხლე აღარ მინდა, გული მისკდება... მგონია, რომ იპოვიან და გამოჩნდება", - წერს დაკარგულის და.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე