რეზონანსი
(05.06.2023)
გერმანიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი, გიორგი ბახტაძე იპოვეს. სასიხარულო ინფორმაციას "ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"ცოცხალია! დაკარგული ემიგრანტი შვილი ემიგრანტმა დედამ იპოვა. ვულოცავთ "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" ლამზირა გურეშიძეს შვილის პოვნას. იხარეთ, იბედნიერეთ და იმრავალჟამიერეთ! ასე არაფერი გამხარებია. რაც მთავარია, ცოცხალია და ჯანმრთელია. მალე ჩაეხუტებით ერთმანეთს დარწმუნებული ვარ", - წერს სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე