საქართველოს მთავრობა 154 ახალ, 8-მეტრიან, Isuzu-ს მარკის ავტობუსებს შეიძენს. აღნიშნულზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა და თქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპროტი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
ავტობუსების შესაძენად 53 მილიონი ლარი დაიხარჯება.
"ეს იქნება 8 მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლების რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან და ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს გადაადგილება ჩვენი ხალხისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე