რეზონანსი
(05.06.2023)

ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ძალიან არაკორექტულია და არაეთიკური. პოლიტიკურად წამგებიანი პოზიციაა ასეთი ბაქიბუქი, როდესაც შენ პირადად ნამდვილად არაფერს წარმოადგენ, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.

„თავმჯდომარე ხარ და გადაწყვეტილებებს ვერ იღებდე, ეს უფრო ყურადღება მისაქცევია, ვიდრე ის, რეკომენდაციები მისცე სხვა პარტიებს. ლევანს არც აღვიქვამ პრობლემად? პრობლემას წარმოადგენენ ადამიანები - კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, რომლებიც დღეს რეალურად მას აკეთებინებენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ", - ამბობს ბაჩო დოლიძე.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7% მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე