რეზონანსი
(05.06.2023)

ოკუპირებული აფხაზეთის ბზიფის ხეობაში, ქვების ჩამოვარდნის შედეგად რუსი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ქვები კლდიდან ჩამოცვივდა და ავტომობილ „უაზს" დაეცვა, რომელშიც იმ მომენტში ტურისტები იმყოფებოდნენ.

დაღუპული რუსეთის პენზის ოლქის 27 წლის მკვიდრია. ინციდენტი იუფშარის კანიონში მოხდა, რომელიც რიწის ტბასთან მდებარეობს. ამ ადგილას გზა კლდეებს შორის გადის და ორ კლდეს შორის მანძილი მხოლოდ 20 მეტრს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე