რეზონანსი
(05.06.2023)

თბილისში, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში" ევაკუაცია გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია.

ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, ადასტურებენ, რომ სკოლაში ევაკუაცია ნამდვილად გამოცხადდა და ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე