რეზონანსი
(04.06.2023)

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქ შებეკინოში ბაზრის ტერიტორია დაბომბეს.

მისი თქმით, თავდასხმისას არავინ დაშავებულა.

როგორც გლადკოვმა აღნიშნა, დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

"გადაუდებელი დახმარების სამსახურები ადგილზე არიან", - აღნიშნა გუბერნატორმა.

"როიტერსის" ცნობით, ქალაქი შებეკინო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე