რეზონანსი
(04.06.2023)
ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, გარდაიცვალა 1 წლის ბავშვი, რომელიც რეანიმობილით ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ახლობლის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ბავშვი გარდა, სამი ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაცვლილ ბებიას სოფელ ჭალეში მიასვენებდნენ, რა დროსაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა. ამჟამად ბებიის ცხედარი სოფელ ჭალეშია დასვენებული.
ცნობისთვის, გუშინ ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასევე დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის მსუბუქად დაშავდა გარდაცვლილი ბავშვის 26 წლის დედა.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე