რეზონანსი
(03.06.2023)

ხობში ავტოავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ შუა ქვალონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. რის შედეგადაც 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებული სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით , მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე