რეზონანსი
(03.06.2023)
უსაყვედუროს იმ ხალხს, ვინც დაარწმუნა სააკაშვილი, რომ აქ ჩამოსულიყო, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.
„თავის თავს უქმნის ამ პრობლემებს. უბრალოდ არ შეუძლია ციხეში ჯდომა. ხო იცოდა, რაღას მოდიოდა მე-19 საუკუნის რევოლუციონერივით. დატეულიყო უკრაინაში და არაფერი მის თავს არ მოხდებოდა. ხო იცოდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული. როცა იცი, რომ ციხეში ჯდომა არ შეგიძლია, უსაყვედუროს იმ ხალხს, ვინც დაარწმუნა სააკაშვილი, რომ აქ ჩამოსულიყო. არც თავის თავს დამართებდა ამ ამბავს და არც ხალხს დააწყვეტდა ნერვებს",- ამბობს ალეკო ელისაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე