რეზონანსი
(03.06.2023)

რუსთავში, ცურტაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ინფო რუსთავის" ცნობით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ტაქსი და "ლექსუსის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

ახლაგაზრდა მამაკაცი კლინიკა "რუსთავში" მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი 2 ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, ისინი უკვე ბინაზე გაეწერნენ.

"ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა 2 ქალი და 3 წლის ბავშვი. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არ ჰქონიათ არანაირი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები და სამივე მათგანი გაეწერა ბინაზე", - აცხადებს თეა გელაშვილი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე