რეზონანსი
(02.06.2023)
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმის სანაპიროზე ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლებმა ზღვაში 42 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „სპუტნიკი" იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპული ქალი მეთევზეებმა იპოვეს და შემდეგ მაშველები გამოიძახეს. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია.
ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე