რეზონანსი
(02.06.2023)
სისხლიანი გარჩევა ხელვაჩაურში მკვლელობით დასრულდა. tv25-ის ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფელ კიბეში მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში დაადასტურეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.
სოფელ კიბეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ნოდარ იაკობაძის თქმით, შემთხვევის მოტივი ოჯახური კონფლიქტი გახდა. გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის კაცი.
წყარო: tv25
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე