რეზონანსი
(02.06.2023)
რუსთავში 20 000-მდე დოლარის მოპარვა სცადეს. ორი შენიღბული მამაკაცი 4 ადამიანს, რომელსაც თან 20 000 დოლარამდე თანხა ჰქონდათ, ქუჩაში დახვდა და იარაღის მუქარით თანხის გატაცებას შეეცადა.
მამაკაცებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც თანხის მფლობელი ორი კაცი დაშავდა.
დაშავებულებმა სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართეს და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გაწეული წინააღმდეგობის შედეგად თავდამსხმელებმა თანხის გატაცება ვეღარ შეძლეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით ყაჩაღობის მუხლით თავდამსხმელები დააკავეს.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე