რეზონანსი
(01.06.2023)

ვმუშაობ იმის უზრუნველყოფაზე, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოსლოში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო მომავალში თურქეთში ვიზიტს გეგმავს.

„ამ კვირაში ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და ვაპირებ, ახლო მომავალში ვეწვიო თურქეთს. მივესალმები, რომ შვედეთის ახალი ანტიტერორისტული კანონები დღეს შევიდა ძალაში. ეს აჩვენებს, რომ შვედეთმა შეასრულა ის, რაც სავალდებულო იყო გასულ წელს მადრიდში გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე