რეზონანსი
(01.06.2023)

სუდანის დედაქალაქში დაბომბვის დროს 19 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ხარტუმის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში მოხდა. დაშავებულია 100-ზე მეტი პირი. მედიის ინფორმაციით, ექვსი სატანკო ჭურვი ალ-შაჯარადან გაისროლეს, რომელსაც არმია აკონტროლებს.

ამჟამად, ხარტუმის თითქმის 90% "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" კონტროლქვეშაა. სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის აპრილში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ხარტუმში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე