რეზონანსი
(31.05.2023)
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა 80 ხმით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული ცვლილება გაასწორებს იმ საკანონმდებლო ხარვეზებს, რომელიც დაკავშირებულია გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესთან.
„ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს და საქართველოს დროშას უფრო მიმზიდველს გახდის, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე