რეზონანსი
(31.05.2023)

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „დაიჯესტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ცნობით, ის უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.

„უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და განხორციელდება საჭირო პროცედურები“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში საქართველოს 43 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე